ჯონ მაკკეინი: რუსეთის პრეზიდენტი ღია აგრესიას ეწევა და მას სურს რუსეთის იმპერიის აღდგენა

უწინ ღორები დაიწყებენ ფრენას, ვიდრე მინსკის შეთანხმება შესრულდება

“რუსეთის პრეზიდენტი ღია აგრესიას ეწევა და მას სურს რუსეთის იმპერიის აღდგენა. სამწუხაროდ, არც ჩვენი ევროპელი მეგობრები და არც ზოგიერთი ამ ადმინისტრაციაში, არ იღებენ ხმას ქართველი ხალხის სახელით”, – სენატრომა ჯონ მაკკეინმა ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის უმცირესობის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

არიზონელმა სენატორმა მომავალ არჩევნებზე და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„განვიხილეთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რუსეთის აგრესიის გაგრძელება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ფაქტი, რომ არ არსებობს პოლიტიკური თავისუფლება, რომელიც იმედი გვქონდა, რომ იქნებოდა ახალი ადმინისტრაციის ნაწილი. ახლოვდება არჩევნები და გვინდა ის ღია და სამართლიანი იყოს,” – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა ჯონ მაკკეინმა.

შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის პროგრამების დირექტორმა სტივ ნიქსიმ.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ზოგადი პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში.

„ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, თუ რა ხდება საკანონმდებლო დღის წისრიგის თვალსაზრისით საქართველოს პარლამენტში და რის გაკეთებას აპირებს საკანონმდებლო ორგანო ზაფხულამდე,”-განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის პროგრამების დირექტორმა სტივ ნისქსიმ.

შეგახსენებთ, რომ უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს.

დავით ბაქრაძე, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად უკვე შეხვდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.

საპარლამენტო უმცირესობის დელეგაციის ვიზიტი შეერთებული შტატების დედაქალაქში 16 აპრილამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე მცირე შეზღუდვებია
შემდეგი სტატიაქართულ ავიაკომპანიებს რუსეთის 7 ქალაქში რეგულარული ფრენის უფლება ექნებათ