ჯონ მაკკეინი ოდესაშია+ფოტო

ჯონ მაკკეინი ოდესაშია

saak-makeiაშშ-ს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ჯონ მაკკეინი ოდესას სტუმრობს. მან შეხდევრაზე განაცხადა, რომ მისი ყველაზე კეთილი მოგონებები უკრაინის მაიდანთან ასოცირდება.
სენატორის განცხადებით, უკრაინელებმა ის განაცვიფრეს იმ ფასეულობების დაცვით, რაც ამერიკაში არც თუ ისე მიღებულად ითვლება.
უკრაინა მას ახლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართული მტკიცე ბრძოლით აოცებს, თუმცა, ის, როგორც ამერიკელი თავს უხერხულად გრძნობს იმის გამო, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინის დასახმარებლად გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

ჩვენთვის, როგორც ამერიკელებისთვის, სამარცხვინოა ის, რომ უკრაინელების თანამედროვე იარაღით მომარაგება ვერ მოვახერხეთ მაშინ, როცა რუსეთთან არათანაბარ ბრძოლად აწარმოებენ.
სენატორმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტს, პეტრე პოროშენკოს და პრემიერ იაცენიუკს შეხვდება.

makeini-saak odesa

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა: ჩვენი პარლამენტი საერთოდ გამომეჭიაურდა და გამოვოლსკდა
შემდეგი სტატიაპრემიერმა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დავით საგანელიძე წარადგინა