ჯონ კერი – უახლოეს მომავალში შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები დაწესდეს

რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაწესდეს. ამის შესახებ განცხადება “ბიბისის” ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ გააკეთა.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დარეგულირების მიზნით, მინსკის შეთანხმება არ სრულდება.
“დღეის მონაცემებით, არც რუსეთი და არც პრორუსი მებრძოლები საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებენ”, – განაცხადა ჯონ კერიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახლოვდება დრო, როდესაც დასავლეთმა გეგმა “ბ” უნდა აამოქმედოს, რაც მოსკოვის წინააღმდეგ უფრო მკაცრ სანქციებს და უკრაინისათვის დამატებით დახმარებას გულისხმობს. ჯონ კერის თქმით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა გადაწყვეტილებას გერმანიის კანცლერთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერიას აზრით, მთავრობა “უაზრო” პიარითაა დაკავებული
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი კირილ გაბურიჩს შეხვდა