ჯონ კერი საკუთარი ფოსტის გატეხვაში რუსეთს და ჩინეთს ადანაშაულებს

ჯონ კერი საკუთარი ფოსტის გატეხვაში რუსეთს და ჩინეთს ადანაშაულებს

U.S. Secretary of State John Kerry testifies at the Senate Foreign Relations Committee while on Capitol Hill in Washingtonაშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ფიქრობს,რომ მის ელექტრონულ მაილზე შესაძლებელია რუსეთს და ჩინეთს ჰქონდეთ წვდომა.
“სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი, მუდმივად ახორციელებენ კიბერშეტევებს, რომლითაც ამერიკის მთავრობას და მის ინტერესებს ზიანს აყენებენ. ეს საკითხი ჩინეთთნ დიალოგისას ჩვენ სერიოზულად წამოვწიეთ” – განაცხადა კერიმ CBS News-თან ინტერვიუში.

რუსეთის კიბერშეტევებში მონაწილეობას კერმა “სრულიად შესაძლებელი” უწოდა.
ადრე ამერიკული მედიის წყაროებმა პენტაგონში განაცხადეს, რომ თავდაცვის უწყების ელექტრონულ ფოსტაში შეღწევაში რუს ჰაკერებს ადანაშაულებენ. ერთ-ერთმა მათგანმა რუს ჰაკერებს “მთავარი ეჭვმიტანილი” უწოდა, მაგრამ განაცხადა, რომ ბრალს საბოლოოდ დაადგენს გამოძიება.
მასშტაბური კიბერ-შეტევა აშშ-ს თავდაცვის სისტემაზე 25 ივლისს მოხდა. მას შემდეგ, რაც ფოსტის გატეხვა შეამჩნიეს, უწყებამ სისტემა სრულიად გათიშა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში ქართველთა სახლების მასიური გაყიდვა დაიწყება
შემდეგი სტატიამთელი ქვეყანა შურისძიების რეჟიმში ცხოვრობს