ჯონ კერი: რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს

ვლადიმერ პუტინთან სოჭში ვიზიტის მეორე დღეს, თურქეთის ქალაქ ბელეკში ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე ჩასული აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს.

კერის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იძულებითი ნაბიჯი იყო უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად და ის ძალაში დარჩება.

,,ჩვენ უნდა დავინახოთ მინსკის ხელშეკრულების ყველა პუნქტის შესრულება. დარწმუნებული ვარ აქ შეკრებილებს არ გვსურს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იყოს, მაგრამ ეს აუცილებელია უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად,, მიმართა კერიმ სამიტის მონაწილეებს.

ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ ის კმაყოფილი დარჩა ვლადიმერ პუტინთან გუშინდელი შეხვედრით… ,,რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმოქმედოს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად,, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3617 ლარი გახდა
შემდეგი სტატია“დიდი სამამულო ომის ვეტერანთა ცენტრალური კავშირი” ვეტერან ოთარ ვაჩაძესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს