ჯონ კერი: მოსკოვის ქმედებები კონფლიქტის მოგვარების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეწინააღმდეგება

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსშორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ “რია ნოვოსტი”, რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება.
უწყების ცნობით, ლავროვმა და კერიმ სირიაში არსებული ვითარება და კონფლიქტში რუსული ავიაციის ჩართვის საკითხები განიხილეს.

როგორც სააგენტო “როიტერი” იტყობინება, ჯონ კერიმ მოსკოვის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება გამოთქვა. აღნიშნულ ინფორმაციას “როიტერი” ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მოსკოვის ქმედებები “კონფლიქტის მოგვარების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეწინააღმდეგება”.

რუსეთმა სირიაში საჰაერო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება დღეს მიიღო. რუსულმა ავიაციამ “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე პირველი ავიაიერიშები უკვე მიიტანა.

 

banner
წინა სტატიაში4 მილიონი პრემია, 74 300 ლარის ღირებულების ყავა, ჩაი და ტკბილეული- აუდიტის ანგარიში თბილისის საკრებულოზე
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს არ ადასტურებს