აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, აშშ მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებაზე. ასევე აშშ დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში.
,,აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ მისწრაფებას და მიზნად გვაქვს დავეხმაროთ საქართველოს როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რეალიზებაში, ასევე ნატოს წევრობის გზაზე,,– განაცხადა აშშ-ს საგარეო უწყების მეთაურმა ჯონ კერიმ.