ჯონ კერი – აშშ და ევროკავშირი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას განიხილავენ

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების მიზანშეწონილობაზე “სერიოზული განხილვები” მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ ლონდონში ვიზიტისას განაცხადა.
მათი ინფორმაციით, კერი დარწმუნებულია, რომ დამატებითი სანქციების გადაწყვეტილებას დასავლელი მოკავშირეები მიიღებენ, თუ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვევა.
კერიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი კიევისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობის შესწავლას განაგრძობს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კანადას რუსეთის წინააღმდეგ ლეტალური იარაღი და დაფინანსება სთხოვა
შემდეგი სტატიაერთიანობის მარშის დროს აფეთქება მოხდა