ჯონი დეფის ტერიერები ავსტრალიიდან აშშ-ში გააგზავნეს

ჯონი დეფის ტერიერები ავსტრალიიდან აშშ-ში გააგზავნეს

jon defiჰოლივუდელი მსახიობის ჯონი დეფის ორი ძაღლი ავსტრალიიდან აშშ-ში გადააგზავნეს. ავსტრალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ გვედზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამინისტროს თანამშრომელმა „გააცილე ორივე ძაღლი ქვინსლენდის ტერიტორიიდან, სადაც ისინი კარანტინში ყავდათ აეროპორტში გადაყვანამდე.“
გუშინ ავსტრალიის სოფლის მეორნეობის მინისტრმა ბარბარა ჯოისმა განაცხადა, რომ ბუ და პისტოლს შაბათს დააძინებენ, თუკი ისინი ქვეყანას არ დატოვებენ, რადგანაც ისინი „ჩუმად იყვნენ შემოყვანილები“ აშშ-დან.
ჯოისმა მსახიობის გადაწყვეტილება, ძაღლები აშშ-ში დააბრუნოს, შეაფასა როგორც „ბრძნული ნაბიჯი“, თუმცაღა, ამასთანავე აღნიშნა, რომ შესაძლებელია ტერიერებმა მოქალაქეობა დაკარგონ.
„მან ჩვენი ქვეყნის კანონები დაარღვია, მაგრამ დაარღია თუ არა აშშ-ს კანონები, ამაშია საქმე“ – ამბობს მინისტრი მსახიობზე და მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ აშშ-მ შესაძლებელია ტერიერები არ დაიბრუნოს.
მინისტრის თქმით ჯონი დეფმა ტერიერები ავსტრალიაში უკანონოდ შემოიყვანა.
Kiis FM-ის წამყვანმა კაილ სენდილანდსმა ჯოისს სატელეფონო ინტერვიუში უთხრა, რომ როცა ეს უკანასკნელი სხვის ძაღლებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება, ის იქცევა როგორც კლოუნი. „მთავრობის მინისტრს ცოტაოდენი ღირსება უნდა გააჩნდეს“ – უთხრა წამყვანმა მინისტრს.
რაზეც ჯოისმა უპასუხა: „ეს კანონია, მეგობარო და აი, როგორ მოქმედებს ის“.

banner
წინა სტატიაშილას ვეგასში ბლუზის მეფე ბი ბი კინგი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამსოფლიო სკანდალი +foto