ჯონდი ბაღათურია მოსკოვში გაემგზავრა – მიზანი მოკავშირეობის აღდგენაა

მოსკოვში დღეს გამთენიისას ქართული დასის ლიდერი გაემგზავრა. ჯონდი ბაღათურია რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე შეხვედრას გამართავს.

ბაღათურიას თქმით, მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენა იქნება.

ქართული დასის ლიდერი პოლიტიკოსებს, ბიზნეს წრეების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ქართულ დიასპორას შეხვდება.

„ჩვენი მიზანია რუსეთ-საქართველოს შორის ბუნებრივი მოკავშირეობის აღდგენა, არა ურთიერთობების დარეგულირება, არამედ საქართველოს ინტერესია სამოკავშირეო ურთიერთობები რუსეთთან აღდგეს, “-განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანელების უმეტესობა ევროკავშირიდან გასვლის მომხრეა
შემდეგი სტატიაფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველთა რეგისტრაცია დღეს სრულდება