ჯოკია ბოდოკია სასამართლოს სხდომაზეც დუმილის უფლებას იყენებს

მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ჯოკია ბოდოკია სასამართლოს სხდომაზეც დუმილის უფლებას იყენებს.

პროცესი ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

მისი უფლებადამცელები კი პროცესის მიმდინარეობისას ჯოკია ბოდოკიასთვის აღკვეთის ღონიძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ.

დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე ბოდოკიას უფლებადამცველთა შუამდგომლობას, ამ დრომდე უცნობია.

დღესვე უნდა გადაწყდეს, როდის დაიწყება საქმის არსებითი განხილვა.

ჯოკია ბოდოკიას ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. ის თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიბელორუსია არასდროს გახდება რუსეთის ნაწილი – აცხადებს ლუკაშენკო
შემდეგი სტატია42 ქართველი სამხედროს ცხედარს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალავენ