ჯოკია ბოდოკია პატიმრობაში რჩება – საქმის არსებითი განხილვა 16 აპრილს გაგრძელდება

ჯოკია ბოდოკიამ ქრთამი შპს

ჯოკია ბოდოკია კვლავ დუმილის უფლებას იყენებს. მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსი ჩვენების მიცემას არსებით განხილვაზე გეგმავს, რომელიც 16 აპრილს დაიწყება.

სასამართლომ დღეს არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა.

წინასასამართლო სხდომაზე მოხდა მტკიცებულებათა გამოკვლევა.

ადვოკატმა სადავო გახადა პროკურატურის მიერ წარმოდგენლი აუდიოჩანაწერი, რომელზეც ბრალდებულისა და ერთ-ერთი მთავარი მოწმის საუბარია ჩაწერილია, თუმცა მოსამართლემ მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

მოწმეთა სიაში არიან მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე და მისი ყოფილი მოადგილე დავით მედუაშვილი. მათ დაკითხვას ორივე მხარე ითხოვს.

banner
წინა სტატიაში“გადადგეს კულტურის მინისტრი!” – აქცია ქუთაისის პარლამენტის შენობასთან
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი აგვისტოს ომის დროს დაღუპული ქართველი სამხედროების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვას დაესწრო