ჯოკია ბოდოკიამ ქრთამი შპს “დარიოუშის” ხელმძღვანელისგან ნათია მახარაშვილისგან აიღო

ჯოკია ბოდოკიამ ქრთამი შპს

ჯოკია ბოდოკიამ ქრთამი შპს "დარიოუშის" ხელმძღვანელისგან, ნათია მახარაშვილისგან აიღოჯოკია ბოდოკიამ ქრთამი შპს “დარიოუშის” ხელმძღვანელისგან, ნათია მახარაშვილისგან აიღო, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა , – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ბოდოკიას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა მალხაზ გეწაძემ განაცხადა.
პროკურორის ინფორმაციით, “დარიოუშს” სასტუმრო თაბუკაშვილის ქ. 32-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უნდა აეშენებინა, რის მფარველობასაც შპს-ს ხელმძღვანელს ბოდოკია დაჰპირდა. გეწაძის თქმით, საქმეში არის ვიდეომტკიცებულებებიც.

პროკურორი აცხადებს, რომ დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე ბრალდების მხარე ბოდოკიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. დაცვის მხარე კი, მოსამართლეს მიმართავს შუამდგომლობით, ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების შესახებ. საქალაქო სასამართლოში პროცესი უკვე დაიწყო. სხდომას ბრალდებულიც ესწრება.

banner
წინა სტატიაშიაფხაზები აღიარებას ლათინურ ამერიკაში ეძებენ
შემდეგი სტატია“ბოევიკებს” კვირამდე დებალცევოს დაკავების ბრძანება აქვთ მიღებული-პიოტრ მეხედი