ჯვარი-მესტიის გზა პარალიზებულია- გზის გასახსნელად სპეცრაზმია გამოძახებული

ჯვარი-მესტიის ცენტრალური გზა ამ დროისათვის პარალიზებულია. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქვებით გზის ჩახერგვა მოახერხეს და მოტხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

“თაიმერის” ინფორმაციით ჯვარი-მესტიის გზის გასანთავისუფლებლად სპეცდანიშნულების რაზმია გამოძახებული.

შეახსენებთ, რომ ჯვარი-მესტიის გზაზე მოსახლოების საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობს. ისინი სვანეტში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაშიდე ფაქტო სამხრეთ ოსეთი ე.წ. საზღვარს კეტავს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილმა ყურძნის ჩაბარების ფასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა