“ჯეოსელში” მიმდინარე გამოძიებაზე კომპანიაში განმარტებები კეთდება

ჯეოსელში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ 2 მილიონზე მეტი ლარი ჯეოსელიდან ბიუჯეტში უკვე გადაირიცხა, ვინაიდან გამოძიება დასრულდა, რომელიც ჯეოსელს გადასახადების თავიდან არიდებას ედავებოდა.

ჯეოსელში კი განაცხადეს, რომ ეს დავების საბჭოში გასაჩივრდა, თუმცა საბოლოოდ ამ თანხას ბიუჯეტიდან დაუბრუნებენ თუ არა ჯეოსელს, ჯერ უცნობია.

„არ გადაგვიხდია, იყო დარიცხვა, ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში გავასაჩივრეთ, სადაც ნულთან დავიდა, უმნიშვნელო ციფრი დარჩა, 200 ათას ლარზე ნაკლები, ეს სამი წლის შემოწმებაა, სადაც რამდენიმე ასეული მილიონი ბრუნვაა, ამიტომ 200 ათასი პრაქტიკულად ნულთან თანაბრდება, ისიც კი არ დავეთანხმეთ და მგონი სასამართლოში დავა იქნება,“ -განაცხადა კომპანია ჯეოსელის კომერციულმა დირექტორმა, ივანე მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაში“მსგავსი ინციდენტები უკანონო ოკუპაციას ასახავს”, – აშშ-ს ელჩის მოადგილე დვანში ახალგაზრდების გატაცებაზე
შემდეგი სტატიაჯეოსელის დირექტორი თელია სონერას ბაზრიდან გასვლაზე განმარტებებს აკეთებს