ჯეიმს აპატურაი საქართველოში ალიანსის გენერალური მდივნის ვიზიტს აანონსებს

ნატოს სპეცწარმომადგენელი ადასტურებს, რომ წელს საქართველოს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. ამის შესახებ ჯეიმს აპატურაიმ უჩა ნანუაშვილთან შერხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მოკლე ვადაში ზუსტი თარიღი უნდა გახდეს ცნობილი. როგორც ცნობილია, ნანუაშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

როგორც ნატოს სპეც წარმომადგენლმა განაცხადა, ალიანსი მუსაობს იმაზე, რომ ქართულ მხარეს მიაწოდოს საბოლოო პასუხი საწვრთნელი ცენტრის ადგილმდებარეობის თაობაზე.

“საწვრთნელი ცენტრის ადგილთან დაკავშირებით საქართველოსთან ინტენსიურ დიალოგს ვაწარმოებთ. ეს არის ერთობლივი ცენტრი, ამიტომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა მიზანს მოემსახურება და რისი გაკეთება იქნება საჭირო. ამის შემდეგ დავიწყებთ გეგმის განხორციელებას. ნატოს გენერალური მდივანი განიხილავს საქართველოში ვიზიტის საკითხს. ვფიქრობთ თარიღზე და უახლოეს მომავალში გვეცოდინება,” – განაცახდა აპატურაიმ.

ნატოს სპეცწარმომადგენელემა თავდაცვის მინისტრის ვიზიტიც შეაფასა.

“რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის ვიზიტს, მან დეტალურად წარმოგვიდგინა საკუთარი სტრატეგიული ხედვა. მას აქვს მკაფიო და მკაცრი პოზიცია საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავდ, რაც ძალიან კარგია,” – განაცახდა ჯეიმს აპატურაიმ.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: ასეთი კარდინალური ცვლილებისთვის ვიღაცები არ არიან მზად
შემდეგი სტატიაგიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარუდგინეს