ჯეიმს აპატურაი: ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია წარმატებით მიმდინარეობს

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განმარტებით ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია წარმატებით მიმდინარეობს. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

მხარეებმა ნატო–საქართველოს ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა სწორი მიმართულებით ვითარდება. საუბარი ასევე შეეხო ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესს.

ხაზი გაესვა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს. ჯეიმს აპატურაიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურს “გადამწყვეტი მხარდაჭერის” მისიაში საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაწილეობისთვის. აღინიშნა, რომ გასულ თვეს საქართველო გახდა მესამე ქვეყანა ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის, რომელიც შეუერთდა ალიანსის სწრაფი რეაგირების „შუბის წვერის“ ძალებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და ევროპულ და ევროატლანტიკურსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაში“ბოლო-ბოლო ოჯახები გვყავს და სულ არ არის საჭირო საჯარო სივრცეში ასეთი საზიზღრობა, სადიზმი და დამამცირებელი კადრები ვრცელდებოდეს”
შემდეგი სტატია“მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, თავი შეიკავონ დაძაბულობის ზრდისა და პოლარიზაციის ხელშემწყობი ნაბიჯებისა თუ განცხადებებისგან”