ჯასტინ ბიბერის ორეული მკვდარი იპოვეს

ჯასტინ ბიბერის ორეული მკვდარი იპოვეს

ჯასტინ ბიბერის ორეული მკვდარი იპოვესპოპ მუსიკოსის, ჯასტინ ბიბერის ორეული, რომლის დაკარგვის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ სასტუმროში მკვდარი იპოვეს – ამის შესახებ The Daily Mail წერს.

35 წლის ტობიას შტრებელის გვამი 21 აგვისტოს იპოვეს, თუმცა, ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. სამართალდამცავების თქმით, ნომერში ნარკოტიკები იქნა აღმოჩენილი. მამაკაცის დაღუპვის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
შტრებელი 18 აგვისტოს დაიკარგა. მისმა მეგობრებმა განაცხადეს, რომ ის არასდროს იკარგებოდა გაუფრთხილებლად.

შტრებელმა დაახლოებით 100 ათასი დოლარი დახარჯა ოპერაციებში, რომ ბიბერს დამსგავსებოდა. მას აღიარება 2014 წელს რეალითი შოუ Botched-ში მონაწილეობამ მოუტანა. მამაკაცი შოუში ყვებოდა, რომ ბიბერში მას მოსწონს ყველაფერი: “გამობერილი ლოყები, მკვეთრი, ღია თვალები, სავსე ტუჩები და თმის ვარცხნილობა”.

ჯასტინ ბიბერი კანადელი მიუსიკოსია , რომელმაც 2008 წელს იუთუბზე გამოქვეყნებული მუსიკალური კლიპების მეშვეობით მიაღწია წარმატებას. მუსიკოსი არა ერთხელ მოხვდა ყვითელი პრესის ფურცლებზე ჩხუბის და მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ კრედიტორებთან ვალების რესტრუქტურიზაციას მიაღწია
შემდეგი სტატიააშშ: სტუდენტებმა ლესბოსური კომიქსების კითხვაზე უარი თქვეს