ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს” ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს" ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შებოლილი თევზის ფალსიფიკაციის და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატო“- ს ფაქტობრივი მმართველი, თენგიზ წიქარიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, შპს ,,დონატო“- ს კუთვნილ საწარმოში, სანიტარული ნორმებისა და დადგენილი სტანდარტების უხეში დარღვევით სისტემატურად ამზადებდა და შემდგომ რეალიზაციას უწევდა დიდი ოდენობით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ შებოლილ თევზს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პროდუქცია არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, შეცვლილი აქვს თვისობრიობა და საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით და 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 7 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2546 ლარი გახდა
შემდეგი სტატია“ღია ცის შეთანხმების” ქვეყნებს რუსეთი ე.წ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სადამკვირვებლო ფრენების უფლებას არ აძლევს