“ჯანელიძე უნდა გადადგეს” – ფიქრია ჩიხრაძე

მემარჯვენეების ლიდერი კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს, ამის შესახებ განცხადება ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემა არჩევანში გააკეთა.

ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით მინდია ჯანელიძემ საკუთარ მოვალეობას თავი ვერ გაართვა, რის გამოც ის თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

“ჯანელიძე უნდა გადადგეს მინიმუმ თანამდებობიდან, არ ვსაუბრობ საით უნდა წავიდეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის სკითხი. ის, რომ მან ვერ უხელმძღვანელა ამ ყველაფრს, ეს ღარიბაშვილის ბრალია, თუ ვისი ბრალია ამაზე ყველას ჩვენი აზრი გავქს. ფაქტია, რომ სტრუქტურას, რომელსაც ერქვა კრიზისების მართვის საბჭო ამ სტრუქტურამ კრიზისი ვერ მართა,” – აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

banner
წინა სტატიაში2 წელიწადში ქურთისტანი დამოუკიდებელი იქნება
შემდეგი სტატია“არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დაიბრალოს, ეს ყველას ჩვენი ბრალია”