ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს

“მოქალაქეებს, რომელთაც 112-ზე დარეკვა სურთ სასწრაფო დახმარების გამოძახების მიზნით, მოვუწოდებთ დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 15 05. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თბილისში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის თითქმის ყველა უბანში რთული სიტუაციაა შექმნილი. თბილისის მერია იმ უბნებსაც ასახელებს, სადაც განსაკუთრებით პრობლემები შეიქმნა. გზა ჩავარდა ჯავახიშვილის ქუჩაზე, ისანში, რაზიკაშვილის ქუჩა 2-5 გამყოფი კედელი ჩამოიშალა. გზა ჩავარდა ასევე ასათიანის ქუჩაზე, მეწყერი ჩამოწვა წყნეთი-ბეთანიის გზაზე.
ადიდებულია მდინარე ვერე, რის გამოც სერიოზული პრობლემები შეიქმნა წყნეთის ხევის ქუჩაზე. კედელი დაზიანდა ჩიქობავას ქუჩაზეც, გარე-განათების ქსელი გამოირთო ნუცუბიძის, პოლიტკოვსკაიას და ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში.
მდინარე ვერეს ადიდების გამო, თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოს. მდინარის ადიდების გამო დატბორილია სახლები და გზა.

banner
წინა სტატიაშიორი ადამიანი გაიტაცა მდინარემ – დავით ნარმანია
შემდეგი სტატიანარმანიას განცხადებით, ვერეს ხეობიდან მაშველებმა რამდენიმე ადამიანი გამოიყვანეს