ჯანდაცვის სამინისტრო “ევექსის” პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს

თბილისში სტიქიის შედეგად ექვსი დაშავებული მოქალაქე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი

ჯანდაცვის სამინისტრო “ევექსის” წინააღმდეგ. დავით სერგეენკოს უწყება შუახევში გარდაცვლილი ახალგაზრდის გამო პასუხს სამედიცინო კომპანიას სთხოვს.

24 წლის დაჭრილი ახალგაზრდის გადარჩენა შუახევში მხოლოდ იმ მიზეზის გამო ვერ მოხერხდა, რომ ადგილობრივ საავადმყოფოს შესაბამისი ექიმები არ ჰყავდა.

მომხდარის გამო, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აჭარის მაღალმთიან რეგიონებში მოხდება ცვლილებები სამედიცინო მომსახურეობის კუთხით, თუმცა კონკრეტულად რა, ჯერ – უცნობია.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ შუახევის საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარებით ერთი ბრიგადა 24 საათის განმავლობაში იქნება მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში პაციენტის გადაყვანას აღნიშნული ბრიგადა უზრუნველყოფს.

“კომპანიამ მოგვწერა წერილი გარკვეულ პროგრამების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ დასტური არ გაგვიცია. გადაუდებელი დახმარება უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო, მითუმეტეს, ადგილზე, სადაც სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენ ვაფრთხილებდით კომპანია ევექსს. მუდმივად იყო საუბარი ასეთ შემთხვევაზე, თუმცა ისინი ამბობდნენ, რომ მსგავსი შემთხვევის დროს პრობლემა არ შეიქმნებოდა. სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ამ პირობების შესრულებით. გარკვეული ცვლილებები იქნება მიღებული აჭარის მაღალმთიან რეგიონში. ამას ევექსიც აღიარებს. ცვლილებები შეეხება ქედას ხულოსა და შუახევს. აუცილებელია უფრო მეტი ოპერატიულობა. შესწავლილი იქნება ეს შემთხვევა ეს ქრონოლოგიურად დაიდება ამბავი. ვისი ბრალია ეს გაირკვევა და პსუხისმგებლობა დადგება. სახელმწიფომ მობილური ბრიგადით ეს საავადმყოფო უკვე უზრუნველყო,”- განაცხადა  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ.

banner
წინა სტატიაში“ხვალ რომ გახდეთ ევროკავშირის წევრები, ამას ძალიან მძიმე შედეგი ექნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის”
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს