ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქციაა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფა

13 ივნისს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისიაში ჩვენი ძირითადი ფუნქცია არის სოციალური დახმარების უზრუნველყოფა მერიასთან თანამშრომლობით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წყნეთი-ბეთანიის გზაზე 13 ივნისის სალიკვიდაციო უწყებათაშორისო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.
როგორც მინისტრმა განმარტა, კომისიაში თავიდან ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქცია იყო ინფექციებსა და ტრავმებთან ბრძოლა.
“ახლა ძირითადად, ჩვენი ფუნქცია არის სოციალური დახმარების უზრუნველყოფა მერიასთან თანამშრომლობით. ამ მხრივ მერს უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული, ეს ამ ეტაპზე გამოიხატება საცხოვრებელი სახლების კომპენსაციებში. მერმა უკვე წარმოადგინა იმის შესახებ მოხსენება თუ რამდენმა ოჯახმა მიიღო ეს კომპენსაცია, როგორ მიდის პროცესი. ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქციაა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
13 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის სხდომა წყნეთი-ბეთანიის გზაზე გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიწყნეთი-ბეთანიის გზაზე უწყებათაშორისო კომისიის სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატიაჟვანიას დაცვის უფროსი: არასდროს შემპარვია იოტისოდენა ეჭვიც კი იმაში რის დამტკიცებასაც ეს ორი უბედური ცდილობს