ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ გაიოზ თალაკვაძე დაინიშნა. თალაკვაძემ ამ პოსტზე დავით ლომიძე შეცვალა , რომელმაც თანამდებობა გასულ კვირას საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მინისტრის ახალი მოადგილის ინფორმაციით,  იგი ძირითადად საფინანსო, იურიდიულ, დასაქმების, ტრეფიკინგის საკითხებს გაუწევს კურატორობას. თალაკვაძე აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. როგორც გაიოზ თალაკვაძემ განმარტა დებულებაში ცვლილება შევიდა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმღვანელის მოვალეობებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე შეითავსებს.

მისივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, 2 მარტს დაინიშნა, თანადებობაზე მუშაობას კი გუშინ შეუდგა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: ვერც 2%-იანი ზრდა ვერ იქნება წელს მიღწეული
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია