ჯანდაცვის მინისტრი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს პასუხობს

ზურაბ ჭიაბერაშვილს ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა. დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იცვლება ასევე იცვლება შეფესბების სისტემაც.

„მათი პიკური რაოდენობა იყო 2012 წლის არჩევნების წინ. შეფასების სისტემა განიცდიდა ცვლილებებს წინა წლებშიც – 2012 წლამდე და მას შემდეგაც, იმისათვის, რომ ეს იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიანი. რაც შეეხება ბავშვების მინიმალურ დახმარებას, რაც შევძელით, როგორც ვთქვით, 1 ივნისიდან ძალაში შევიდა და მოქმედებს,“ – განმარტა დავით სერგეენკომ.

როგორც ცნობილია, ჯანდცავის სამინირტო დღეს ნაციონალურ მოძრობაში გააკრიტიკეს. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სერგეენკოს უწყებამ სოციალურად დაუცველთა როაოდენობა 128 ათასი ადამინით შეამცირა, შემწეობა მოეხსნა 30 ათას პენსიონერსაც როლებიც ჭიაბერაშვილის მტკიცებით უკიდეურეს სიღარიბეში ცხოვრობენ.

banner
წინა სტატიაშიკომპანია Alfa Romeo ახალი სედანს უშვებს
შემდეგი სტატიაSamsung-მა სმარტფონებისთვის მონიტორში უსადენო დამტენი ჩაამონტაჟა