ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გადადგა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ლომიძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ლომიძემ თანამდებობა საკუთარი სურვილის საფუძველზე გუშინ დატოვა.

მათივე განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს დავით ლომიძის თანამდებობას, ან სად გეგმავს უკვე მინისტრის ყოფილი მოადგილე მუშაობის გაგრძელებას.

დავით ლომიძე ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ 2007 წლიდან მუშაობდა.

banner
წინა სტატიაში„მურმან დუმბაძე აქტიურად ცდილობს, რომ აჭარაში სეპარატისტული დამოკიდებულებები გააღვიოს“
შემდეგი სტატიაპეტრო პოროშენკო კონფლიქტის ზონიდან სამთავრობო ჯარების გაყვანის ბრძანებას მალე გასცემს