ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 300 ათასი ლარი დაჯდება

ჯავახიშვილის ქუჩაზე გზის ჩამონგრევის საკითხზე საკრებულოში იმსჯელეს. საკრებულომ მერიას ნებართვა მისცა, მომსახურების შესყიდვა განახორციელოს და აღდგენითი სამუშაოები დაჩქარებული წესით დაიწყოს.

დღევანდელ სხდომაზე მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ქუჩის რეაბილიტაცია 300 ათასი ლარი დაჯდება და სამი თვე დასჭირდება.

საკრებულოს ოპოზიციისთვის მერიის მიერ დასახელებული ვადა კატეგორიულად მიუღებელია.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ირაკლი აბესაძე, დავით ნარმანიას მუშაობის სტილს უწუნებს და ამბობს, რომ ქუჩის რეაბილიტაციას 3 თვე არ სჭირდება.

“ვერეს ხეობაში თბილისის მაგისტრალი მთლიანად ააშენეს 10 თვეში. ეს დავით ნარმანიას მუშაობის სტილს უსვამს ხაზს,” – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, ავთანდილ სუდაძე, კი პირობას სდებს, რომ მერიის სამსახური 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს და რესურსს არ დაზოგავს, რომ ყველაფერი ოპერატიულად და ხარისხიანად გაკეთდეს.

banner
წინა სტატიაშიჩემი 30 წლიანი მუშაობა თუმანიშვილის თეატრში დასრულდა–გია როინიშვილი
შემდეგი სტატია„აზარიანცის შენობაში ფართი, რომელიც “სილქნეტს” ეკუთვნის, დაცულია“