ჯაბა სამუშია: მერიაში ადრე ჩადენილ დანაშაულებს ნუ მიაბამთ ჯოკია ბოდოკიას საქმეს

“ნურავინ ნუ მიაბამს ძველად ჩადენილ დანაშაულებრივ სქემებს ჯოკია ბოდოკიას საქმეს”-ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოდოკია შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიყვანა და ეს სქემა მან გაშიფრა.

სამუშიას თქმით მთავარია, რომ მერია სრულად უნდა განთავისუფლდეს კორუფციული ეჭვებისგან.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ დანაშაულებრივი ფაქტის შემთხვევაში დაისჯება ნებისმიერი პირი, იქნება ეს მერიის თუ სხვა უწყების წარმომადგენელი.

banner
წინა სტატიაში“ისინი ცდილობენ, დახატონ თითქოს ეს არის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, მაგრამ ასე არ არის”
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე: ბიუჯეტის კორექტირება არ შეეხება ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებს