“ხურვალეთში ოკუპანტები გააქტიურებულები არიან,” – შს სამინისტრო

“ხურვალეთში ოკუპანტები გააქტიურებულები არიან,”- ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრის დროს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა ენუქიძემ გააკეთა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართული დროშის უკან გადმოცემის შესახებ, ასევე გუშინს მერე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები გატაცებული ქართველის დავით ხუროშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

როგორც შალვა ენუქიძე ამბობს, სავარაუდოდ გატაცებულ საქართველოს მოქალაქეს ხვალ გაათავისუფლებენ.

“სავარაუდოდ ხვალ გაათავისუფლებენ, საოკუპაციო ძალების სამსახური გააქტიურებულია აღნიშნულ მონაკვეთზე. ვფიქრობ, რომ ეროვნულ დროშასაც გადმოგვცემენ შეხვედრაზე სადაც ჩვენ განვიხილავთ საოკუპაციო ხაზთან არსებულ პრობლემებსა და ინციდენტებს,” – აცხადებს შალვა ენუქიძე.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციურ საველე სწავლებას დაესწრო
შემდეგი სტატია14 წელი გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან – ოჯახი გამოძიებას ითხოვს