ხულოში საპროტესტო აქცია გაიმართა

ხულოში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო ადგილობრივმა მოსახლეობამ და მშენებლობაზე დასაქმებულმა ადამიანებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ჰესის მშენებელი კომპანიისგან შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

“არ გვაქვს სპეცტანსაცმელი და მმშენებლობაზე მუშაობისთვის საჭირო ატრიბუტები”, – აცხადებენ ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულები.

გუშინ ხულოში ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაში,,სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ ხუდონჰესს ვერ ააშენებენ,,
შემდეგი სტატიადავით საყვარელიძე – უკრაინაში ჩემი მოსყიდვა სცადეს, თვეში 10 მილიონი დოლარი შემომთავაზეს