ხულოში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ხულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ხულოში, მშენებარე გვირაბთან ხიდის მშენებლობის დროს, დამხმარე ნაგებობის მოხსნის პროცესში ამწის ხიდი გადატყდა, რასაც 2 მშენებლის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში თავდაპირველად ხულოს საავადმყოფოში, შემდეგ კი ბათუმის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

თვითმხილველთა თქმით, მშენებლები უსაფრთხოების ღვედების გარეშე მუშაობდნენ და 40-50 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნენ. კომპანიას მომხდარის მიუხედავად, სამუშაო არ შეუჩერებია. შემთხვევის ადგილი სამართლადამცველებმა უკვე დაათვალიერეს.

banner
წინა სტატიაშიპატიმრის გარდაცვალებაში ახლობლები ხელისუფლებას ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – სირცხვილია, რომ დღეს ჩვენ სოფლის მეურნეობის პროდუქტები შემოგვაქვს