ხულოს რაიონის სოფელ შუასოფელში 42 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

policia

ხულოს რაიონის სოფელ შუასოფელში 42 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ის, მეზობლების ინფორმაციით, 21 აგვისტოს გაუჩინარდა. გუშინ სამძებრო სამუშაოების შედეგად პოლიციამ ცხედარი მდინარის პირას იპოვა.

მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი გარდაცვლილის მეზობელი ცოლ-ქმარია.

სავარაუდოდ, ეჭვმიტანილმა მამაკაცი ხევში გადააგდო და იქვე მდინარესთან ქვიშაში დამარხა.

banner
წინა სტატიაშიაფეთქებათა სერია იაპონიაში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის რეზიდენციაში კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება