ხორვატია-სერბეთის საზღვარზე ათასობით მიგრანტი დგას

ხორვატია-სერბეთის საზღვარზე ათასობით მიგრანტი დგას

ხორვატია-სერბეთის საზღვარზე ათასობით მიგრანტი დგასამ დროისთვის ხორვატიის საზღვარზე ათასობით მიგრანტი დგას – ისინი სლოვენიაში გადასვლას ცდილობენ. 2 ათასზე მეტმა ლტოლვილმა გაათენა წუხანდელი ღამე საზღვარზე. სლოვენიამ მათ მიღებაზე უარი განაცხადა, პოლიციამ კი ძალა გამოიყენა იმათ წინააღმდეგ, ვინც შეეცადა საზღვარი გადაელახა. შედეგად, სლოვენიაში მხოლოდ 150 ლტოლვილმა შეძლო გადასვლა.
გარდა ამისა, ათასობით მიგრანტი დგას სერბეთიდან ხორვატიის საზღვარზე. ხორვატიამ უკვე დაკეტა საზღვარი მიგრანტებისთვის.
გაეროს მონაცემებით, სერბეთში დაახლოებით 10 ათასი მიგრანტი დგას საზღვარზე. ევროპა ლტოლვილებისთვის საზღვრის დაკეტვას აპირებს. ასევე, უკვე დაიწყო გაუფრთხილეებლი გადეპორტება იმ მიგრანტების, რომელთაც საქმე დაუხურეს საემიგრაციო სამსახურებმა. უკანასკნელი კვირის მანძილზე შვედეთში მიგრანტებისთვის განკუთვნილი სამი ბანაკი დაწვეს. რასისტული სამოქალაქო მოძრაობა “პეგიდა” სხვადასხვა ქვეყნებში მიგრაციის პოლიტიკის წინააღმდეგ აქციებს ატარებს.
ევროპაში საემიგრაციო კრიზისი გრძელდება.

banner
წინა სტატიაშისირიის ოპოზიციამ ამერიკული იარაღის ახალი პარტია მიიღო
შემდეგი სტატიაამერიკელი მამაკაცი ტელე-შოუში დარეკვის შემდეგ პოლიციამ დააკავა