ხმაური ფოთის ბაზარში – 200-მდე მოვაჭრეს სავაჭრო ობიექტები დალუქული დახვდა

ხმაური იყო ფოთის ბაზარში. 200-მდე მოვაჭრეს დღეს დილით სავაჭრო ობიექტები დალუქული დახვდა. მათი თქმით, კერძო მესაკუთრემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოვაჭრეებმა იჯარის თანხის გაზრდა გააპროტესტეს და ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს.

ბაზრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებმა დღეიდან ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად, 200 ლარი უნდა გადაიხადონ. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ტარიფის მატება გარდაუვალი პროცესია.

დღეს ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ.

banner
წინა სტატიაში,,ახლა ვგრძნობ კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას”
შემდეგი სტატიალორა ლინდერმანი: საქართველოს პრეზიდენტის ჩამოსვლა აშშ-ში კარგი იქნებოდა