ხმალაძე პოლიციელებზე თავდასხმასა და “იარაღის შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვას შორის კავშირს გამორიცხავს

ხმალაძე

საპარლამენტო უმრავლესობაში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტს “იარაღის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას არ უკავშირებენ.

მმართველი გუნდის წევრი, ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ შემოთავაზებული კანონპროექტის არცერთი ნორმა შეხებაში არ არის პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტთან.

„ამ პიროვნებას იარაღის ტარების უფლება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არც დღეს არ აქვს და არც ხვალ ექნება,“ – განაცხადა ხმალაძემ „კურიერთან“ საუბრისას.

კანონპროექტის განხილვის გაჭიანურება პოლიციელებზე თავდასხმების ფაქტების გახშირების ერთ-ერთ მიზეზად დღეს დაასახელა. მინისტრმა აღნიშნა, რომ შესაბამისი ცვლილებების პაკეტი პარლამენტს ერთი წლის წინ გადაეგზავნა, თუმცა მისი განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.

banner
წინა სტატიაშიბორჯომში პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძის ტავერნა დაწვეს
შემდეგი სტატიაყაჩაღობა რუსთავში – 77 წლის მამაკაცი მძიმედ დაჭრეს