ხიდაშელი ღარიბაშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

თავდაცვის მინისტრი ამერიკაში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ეხმაურება და ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს ინფორმაცია ჯერ გადაამოწმონ და შემდეგ დაიწყონ კრიტიკა. ხიდაშელის ინფორმაციით პრემიერმინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვრცელი სიტყვითაც წარსდგება.

“მინდა რომ ყველას მოვუწოდო გადავამოწმოთ ინფორმაცია. ეს არ იყო ის გამოსვლა, რომელსაც აკრიტიკებენ, მას ექნება საშუალება ვრცელი გამოსვლისათვის,”- აცხადებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან მის ვიზიტზე საუბრისას გააკეთა. თინა ხიდაშელი ავღანეთში რამდენიმე დღის წინ დაჭრილ სამხედროს მოინახულებს. სპეციალურად ამ მიზნით ის გერმანიაში მიემგზავრება. ამის შემდეგ კი თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტს გააგრძელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც როგორც ის ამბობს, სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართავს შეხვედრებს.

banner
წინა სტატიაშიდოდონა კიზიარია:ნუ დავივიწყებთ ყველაფერს ამას, მეგობრებო!
შემდეგი სტატია“დაველოდოთ პირველ ოქტომბერს,”- კალაძე გაეროში პრემიერის გამოსვლაზე საუბრობს