“ხიდაშელი “ფეხებს დაუბაკუნებს” და “შეშინებული” მერკელი მაპს მოგვცემს”?! – ჯუმბერ კირვალიძე

გამოაფხიზლა და შეაკავშირა ქართველი ხალხი

ახლა კი, ეგ თქვენი ჭიკაიძე, – "გინდ შეიტანეთ და გინდა გამოიტანეთ", – დაუსჯელმა მკვლელებმა, მამა შვილის საფლავზე მოკლეს!– ჯუმბერ კირვალიძეამასწინათ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ მომავალი წლის ვარშავის ნატოს სამიტზე საქართველოსვის მაპ–ის მიცემის საკითხი დადებითად უნდა გადაწყდეს. ამის მისაღწევად კი, ნატოს ხელმძღვანელობის და ალიანსის წევრი 28 სახელმწიფოს მიმართ მისი “ტონი კატეგორიული იქნება” და რომ “ყველამ (“სავარაუდოდ”, ევროპა–ამერიკამ!) იცის ის, თუ რამდენად “გულწრფელი პოლიტიკოსია” იგი, ანუ რასაც ამბობს ხიდაშელი, ეს “ხუმრობა არ ეგონოს ვინმეს” მოკლედ, იმის ამბავს წვრილად არ მოვყვები (ყველას კარგად მოგეხსენებათ), რაც დაკავშირებულია ნატოს მიერ მაპ–ის საქართველსთვის მინიჭება–არ მინიჭებასთან, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ მაპ–ის საქართველოზე მიცემის უპირველესი წინააღმდეგი ქვეყანა გახლავთ გერმანია და მისი კანცლერი, ანგელა მერკელი. ხოლო, ნატო–ში ამ გადაწყვეტილების მიღება–არმიღებისას ამ ფაქტს მუდამ ითვალისწინებს, – მთელი “ძველი ევროპის” სახელმწიფოები, დაწყებული საფრანგეთიდან და დამთავრებული ჯუჯა ლუქსემბურგით. მოკლედ, როგორ აპირებს ქ–ნი ხიდაშელი სასურველი შედეგის მიღწევას, რჩება დიდ გამოცანად… არადა, ქართული საზოგადოებისთვის ყალბი მოლოდინების გაჩენა დიდად დააზარალებს საქართველოს ხელისუფლებას, მითუმეტეს, რომ ვარშავის სამიტი გაისად ივლისში იმართება და საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კი იმავე წლის ოქტომბერში..ალბათ, ისევ “ქალური ლოგიკა” თუ დაგვეხმარება, ანუ – ხიდაშელი “ფეხებს დაუბაკუნებს” და “შეშინებული” მერკელი მაპს მოგვცემს”, რასაც ნატოს წევრი დანარჩენი 27 სახელმწიფოც დაეთანხმება!!!…

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე

banner
წინა სტატიაშიეთერ კაკულიას ოჯახს პატრიარქმა მიუსამძიმრა
შემდეგი სტატიაქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია