ხიდაშელი: რუსეთი ცდილობს საქართველო პროვოკაციებაში ჩართოს

მე დღეს უფრო მეტად არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ალასანიათავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, რუსეთი ცდილობს, საქართველო პროვოკაციებაში ჩართოს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთისთვის პოლიტიკური მნიშვნელობა არ აქვს, ადმინისტრაციული საზღვრის აღმნიშვნელ ბანერს სად დადგამს, უბრალოდ, ამ ქმედებით ქართული მხარის მოთმინებას ცდის.

„ტრაგიზმი, რაც ვითარდება ჩვენს პირობით ხელოვნურად დადგმულ, ხელოვნურად გავლებულ ადმინისტრაციულ საზღვრებზე ბოლო შვიდი წლის მანძილზე, ყველას თანაბარი წუხილის საგანია, თუმცა მთავარი ამოცანა მაინც იმაშია, რომ ამ პროვოცირების მსხვერპლი არ გავხადოთ ქვეყანა. პროვოკაციების, რომელსაც რუსეთი მუდიმვად ეწევა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, სხვა არაფერია, თუ არა ის, რაც ჩვენ ვნახეთ.

ბანერს აქ დადგამ თუ სადმე სხვაგან, არ მგონია, რუსეთის სახელმწიფოსთვის რამე სტრატეგიულ-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ ისინი ყოველდღიურად ცდიან ჩვენს მოთმინებას და ცდილობენ გამოგვიწვიონ, კონფლიქტში ჩაგვითრიონ, რასაც გარწმუნებთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს“, – განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრმა მცოცავი ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ გამართული საპროტესტო აქციაც შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება კი ყველას აქვს.

„ყველა ადამიანს აქვს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება. ვისურვებდი , რომ ადამიანები რომლებიც დღეს გამოდიან აქციებზე, ოდნავ მაინც დაემსგავსონ იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ატარებდნენ აქციებს საქართველოში, შეუძლიათ, მათგან ისწავლონ ბევრი რამ, ცუდი არ იქნებოდა. თუმცა, საქართველო დემოკრატიული ქვეყაანაა და მთავრი მონაპოვარი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს სწორედ ეს არის“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს. გარკვეულ მონაკვეთზე, ბაქო-სუფსის მილსადენის ორი მონაკვეთი – დაახლოებით, 1600 მეტრი საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ მოექცა.

banner
წინა სტატიაში,,აწუხებს თუ არა აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებას სინდისის ქეჯნა მუდმივ სიჩუმეზე?,,
შემდეგი სტატიამილონოვი სააკაშვილის ახალ მოადგილეზე ღალატის მუხლით საქმის აღძვრას ითხოვს