ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე კომენტარს არ აკეთებს

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

მას ამ საკითხზე კომენტარი მას ჟურნალისტებმა დღეს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ სთხოვეს. მან კი კომენტარზე უარი თქვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ, შესაძლოა, მისი განცხადება ვინმეს მხრიდან სასამართლოზე ზეწოლად იქნას აღქმული.

“ამ საკითხზე უკვე გავაკეთე კომენტარი და ჩემი მინისტრობის განმავლობაში ყოველ დილა-საღამოს აღნიშნულ კითხვას თუ არ დამისვამთ, დროს თქვენც მოიგებთ და მეც. მე ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი, საქმე არის პროკურატურაში და სასამართლოში. შესაბამისად, ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც მე ამ საქმეზე ვიტყვი, აუცილებლად იქნება აღქმული რომელიმე მხარის მიერ, როგორც ზეწოლა სასამართლოზე. ამას კი მე არ გავაკეთებ, არასდროს ეს არ გამიკეთებია და არც ახლა დავარღვევ ამ პრინციპს,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ
შემდეგი სტატია“ლევან შონია თამაზაშვილის აგენტი,მერაბ ქვარაია პენსიების ქურდი”-წარწერები ზუგდიდში