ხვიჩა ჯიშკარიანმა მმართველი პარტიის რიგები დატოვა და “თავისუფალ დემოკრატებს” შეუერთდა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე თვეებში, ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, თანამდებობა იმჟამინდელმა თავმჯდომარემ ხვიჩა ნარმანიამ დატოვა. ნარმანია მოგვიანებით

irakli alasaniaსენაკის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ხვიჩა ჯიშკარიანმა მმართველი პარტიის რიგები დატოვა და “თავისუფალ დემოკრატებს” შეუერთდა. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პარტიის ცენტრალურ ოფისში სპეციალური განცხადება გაკეთდა.
როგორც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ჯიშკარიანის “თავისუფალი დემოკრატებთან” შეერთება გააძლიერებს პარტიას სამეგრელოში და ის იქნება ძალა, როგორც პარტიისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის.
ხვიჩა ჯიშკარიანი სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან 31 აგვისტოს გადააყენეს. როგორც ამასთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ჯიშკარიანის გადაყენება ხელისუფლების ზეწოლის შედეგად მოხდა. ჯიშკარიანი სხვადასხვა დროს სამეგრელოს რეგიონში მაღალ თანამდებობას იკავებდა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის შს სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი, ასევე იყო გუბერნატორის მოადგილე, საპრეზიდენტო არჩევნებში იკავებდა “ქართული ოცნების” შტაბის უფროსის პოსტს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. გარდა ამისა, როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ხვიჩა ჯიშკარიანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა. ამასთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ ის ამ ადამიანებს შორის იყო, როდესაც სენაკისა და სამეგრელოს ოკუპაციის დროს, მან სამეგრელო არ დატოვა

banner
წინა სტატიაშიირინე იმერლიშვილი-დეტალურად გაწერილია რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა