ხვალ რამდენიმე რაიონში გაზმომარაგება დროებით შეიზღუდება

500-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, ჩუღურეთისა და ვაკის რეიონებში, აბონენტებს გაზის მუწოდება დროებით შეუწყდებათ.

ჩუღურეთის რაიონში, მერკვილაძის ქუჩაზე მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი №140-ის გეგმიური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, გაითიშება აღნიშნული რეგულატორი, გაზმომარაგება კი, შეუწყდება მაზნიაშვილის, კანკავას, ჩიქობავას, ტურგენევის, წინამძღვრიშვილის ქ. 39-54, ჯავახიშვილის ქ. 21-50, აღმაშენებლის გამზ. 43, 45, 47, 53 კერძო სექტორის მოსახლეობას, სულ 720 აბონენტს.

ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი №43-ის გეგმიური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით კი, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, გაითიშება აღნიშნული რეგულატორი. რადგან გმპ დარგოლილია, გაზი შესაძლოა მიეწოდოს ჩვეულ რეჟიმზე დაბალი წნევით
მუხაძის, ცხვედაძისა და დარიალის ქუჩების მოსახლეობის ნაწილს, სულ 330 აბონენტს.

აბონენტებს გაზმომარაგება სამუშაოს დასრულებისთანავე აღუდგებათ.

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილეებს თსუ-ის რექტორი ვლადიმერ პაპავა შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა