ხვალ თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დედაქალაქის რამდენიმე უბანში დროებით შეწყდება.

გეგმიური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ფონიჭალის, წმინდა ბარბარეს უბნის, სვანების დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ქინძმარაულის, პოლიციის, ბოგდან ხმელნიცკის, კვირიკაშვილის, გარდაბნის და მარნეულის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00-დან 18:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ბელიაშვილის და ფეიქრების ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგებაგურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს შეეზღუდება. .

გეგმიური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის I სამხედრო დსასახლების, ლერი ლაგურაშვილის, გაბაშვილის, ზეკარის, სვირის, ლისაშვილის, ასურეთის, სანავარდოს, დარკვეთის, თოდრიას, კიშინოვის და ლუბოვსკის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიახვის, ნაგომარის და ჟინვალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, აეროდრომის დასახლების, გომარეთის, ჯიქიას, მესხეთის, ტატიშვილის, ხარაბაძის, ბუკისციხის, ჩოჩუას, ქობულაძის, ანთიმოზ ივერიელის, კაკაბეთის, კოპცოვის, წულუკიძის, მხარგრძელის, ლაღიძის, კალოუბნის, ჯავახეთის, ხომლელის და პეტეფის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების და აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიუმას, პუშკინის, კოტე აფხაზის, ვერცხლის, ავლევის, კალისტრატე ცინცაძის და ყავლაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქურხულის, ხერხეულიძის, სართიჭალის, იზაშვილის, ბადიაურის, ფოსტის, ქეთევან წამებულის და წურწუმიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მელიქიშვილის, თაყაიშვილის და კეკელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის, შმიდტის, გოძიაშვილის, ცაგარელის, მიცკევიჩის, ტაშკენტის და ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

banner
წინა სტატიაში„კატეგორიულად ვითხოვდი, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ციხეში აღმოჩენილიყო“
შემდეგი სტატიაეროვნული მუზეუმი – “არსენალის მთა ღამით” დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი შემოწირულობაა მუზეუმისთვის