ხვალ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სახელობითი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართება

სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ხვალ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სახელობითი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტიდან აცნობეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და შპს “საქართველოს ფოსტასთან” მჭიდრო თანამშრომლობით ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკები გამოიცა. მათზე გამოსახულია “თბილისი 2015”-ის ოფიციალური ლოგო, თილისმა – ხოხობი და ფესტივალის სპორტული სახეობების სიმბოლოები.
კომიტეტის ინფორმაციით, საფოსტო მარკების დიზაინერები თამარ დემეტრაშვილი და გიორგი ქართველიშვილია. თითოეული საფოსტო მარკის ღირებულება 2 ლარია, ხოლო ორმარკიანი მცირე ფურცლის – 4 ლარი.
“აღნიშნული საფოსტო მარკები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ბრძანებით მიმოქცევაში მიმდინარე წლის 22 ივლისს გამოვა და მათი შეძენა საქართველოს ფოსტის საფოსტო განყოფილებებში და სერვის ცენტრებში იქნება საძლებელი.
ახალი საფოსტო მარკის პრეზენტაციას “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი და “საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტუსკმა და “თავისუფალმა დემოკრატებმა” არაფორმალური მმართველობის პრობლემებზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიაპარლამენტთან “თავისუფალი ზონისა” და “ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქცია იმართება