ხვალ დავით საგანელიძეს უფლებამოსილება შეუწყდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უმრავლესობაში რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს და ამის შესახებ გავრცელებულ ხმებს ოპონენტებისა და გარკვეული ორგანიზაციების სურვილად მოიხსენიებს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხვალ დეპუტატ დავით საგანელიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს. კომიტეტის სხდომა ქუთაისში 11.30 საათზეა დანიშნული.
მას შემდეგ, რაც პარლამენტი საგანელიძეს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს, პარლამენტის დღის წესრიგში ადგილმონაცვლის ცნობის საკითხი დადგება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა, რაც პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას აშშ-ის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს
შემდეგი სტატიაბაგა-ბაღებისთვის კვების რაციონი განახლდა