ხვალიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში გამოსაშვები გამოცდები დაიწყება

ხვალიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში გამოსაშვები გამოცდები დაიწყება. გამოცდებამდე ერთი დღით ადრე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს პრეტესტი ჩაუტარდათ. სტიქიის შედეგად დაზარალებულმა “მომავლის სკოლის” მოსწავლეებმა წინასწარი ტესტი 55-ე საჯარო სკოლაში წერეს.

პროცესის მიმდინარეობას განათლების მინისტრი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად აკვირდებოდა.

გამოსაშვებ გამოცდებზე 41 ათასზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული. გამოცდა 4 საგანში ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ბედნიერია ჩემი ქვეყანა ასეთი მომავალი თაობა რომ ჰყავს
შემდეგი სტატიაზოოპარკის ადმინისტრაცია: ზოოპარკში ავაზა საერთოდ არ გვყოლია