ხელშეკრულება, რომელზეც ირაკლი ალასანია საუბრობს, ბუნებაში არ არსებობს–მინდია ჯანელიძე

ხელშეკრულება, რომელზეც ირაკლი ალასანია საუბრობს, ბუნებაში არ არსებობს

ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება“მსგავსი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს. მე გთხოვთ ჟურნალისტებს, იქნებ დააზუსტოთ ბატონ ალასანიასთან, რას გულისხმობს, ამის მერე გავაკეთებ განცხადებას. ჭორაობის საგანი გახდა ე.წ. ხელშეკრულება, რომელიც არ არსებობს. სინამდვილეში საუბარია განზრახულობათა წერილზე, რომელზეც ხელმოწერა უკვე განხორციელებულია. ვფიქრობ, თუ რაიმე სხვა ხელშეკრულებას გულისხმობს ბატონი ალასანია, უნდა დააზუსტოს. როცა განცხადებას აკეთებს პოლიტიკური ფიგურა, საჭიროა მასში იყოს მეტი სიცხადე და სიზუსტე. ეს განცხადება იყო არაზუსტი და არაკორექტული. სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა, მაგრამ ეს სატელეფონო საუბარი ეხებოდა იმას, რომ პროცედურები, რა პროცედურებიც საჭიროა საერთაშორისო შეთანხმებაზე ხელმოწერის დროს, ყოფილიყო დაცული. ეს იყო და ეს. არსებობს დადგენილი პროცედურები, რომლის გავლაც აუცილებელია, რომ მინისტრმა ხელი მოაწეროს საერთაშორისო ხელშეკრულებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუბარი ეხებოდა განზრახულობათა წერილზე ხელმოწერას, რასთან მიმართებაშიც არ იყო პროცედურები სრულად დაცული იმისთვის, რომ ეს ხელმოწერა განხორციელებულიყო”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიმოსახლეობისთვის გაზის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება
შემდეგი სტატიატელეკომპანია “თრიალეთის” ხელმძღვანელობა შიდა ქართლის რწმუნებულს პასუხობს