ხელყუმბარა იპოვნეს გლდანი-ნაძალადევის რაიონში

ხელყუმბარა აღმოაჩინეს გლდანი-ნაძალადევის რაიონში. ასაფეთქებელი ნივთიერება 207-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვნეს.

112-ში შეტყობინება ანონიმურად შევიდა. გამნაღმველებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს. შემთხვევის ადგილიდან სავარაუდოდ ამოღებულია F1 ტიპის ხელყუმბარა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აღიძრა, რაც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანის გამგეობაში პოლიციაა მობილიზებული
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი – პრეზიდენტის განცხადებები და ქმედებები “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანხვედრაში მოდის