“ხელფასს მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაში იღებენ” – გია ვოლკსი საერთაშორისო ექსპერტებზე

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

ნაციონალური მოძრაობის მიერ გახმაურებულ ინფორმაციას საერთაშორისო ექსპერტებთან დაკავშირებით უმრავლესობა გამოეხმაურა. მმართველი გუნდის წარმომადგენელის თქმით, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში ჩამოვიდა მართლმსაჯულების შესახებ ობიექტური დასკვნის მოსამზადებლად და დაფინანსებას ისინი სწორედ ამ დასკვნის მომზადებაში იღებენ.

“თავის საქმეს და კომპეტენციას არ ანაცვალებენ არანაირ ხელფასს. ხელფასს სწორედ იმაში იღებენ, რომ იყვნენ მიუკერძოებლები და ობიექტურები,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ირმა ნადირაშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა დღეს მაია ფანჯიკიძემ, რომელიც პროკურორების ჩამოყვანის პერიოდში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო. ფანჯიკიძის თქმით, ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია და ყველა კითხვას პასუხი პროკურატურამ უნდა გასცეს.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გაასაჯაროვა მონაცემები იმ იურისტების დაფინანსების შესახებ, რომლებიც საქართველოში ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობისთვის ჩამოიყვანეს.

დეპუტატის მონაცემებით, ეს იურისტები ბიუჯეტიდან სოლიდურ დაფინანსებას იღებენ.

პროკურატურა ნაციონალური მოძრაობის განცხადებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს მთავრობამ, ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით, რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა”
შემდეგი სტატიავაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი მკვლელობის მოტივზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს