„ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შექმნილი ვითარება კარგად დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა“

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ლარია

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარება აბსოლუტურად ხელოვნურად იყო ინსპირირებული.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თვის ბოლომდე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული ვითარების შესწავლა დასრულდება.

“იცით ალბათ ყველამ, იქ გარკვეული პრობლემები შეიქმნა და ეს აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული იყო. არავითარი საფუძველი ამის არ არსებობდა, ეს იყო აბსოლუტურად პოლიტიზებული და ჰგავდა კარგად დადგმულ სპექტაკლს. ჩვენ უკვე თვის ბოლომდე დავასრულებთ იქ არსებული სიტუაციის შესწავლას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, უახლოეს პერიოდში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ხელფასების მომატება იგეგმება. მისივე თქმით, წლის ბოლოს ცენტრისთვის ახალი შენობის აშენებაც იგეგმება.

„ხელნაწერთა ცენტრი ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი სახლემწიფოს ძალიან დიდი საგანძური. მინდა გითხრათ, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში ხელფასების მატება იგეგმება. ასევე, წლის ბოლოს ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება. ეს ჩვენი ვალდებულებაა. წლების განმავლობაში, წინა მთავრობების პირობებში მათ ყურადღებას არავინ აქცევდა და მხოლოდ ახლა აღმოჩნდა ცენტრი ჩვენი ოპონენტებისთვის მნიშვნელოვანი, რაც მათ სიცრუეზე და ფარისევლობაზე მიუთითებს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყველა თანამშრომელს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ ცენტრის ხელმძღვანელად ძალიან ღირსეული პიროვნება ავირჩიეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიათონელის რეზიდენცია ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის გარემონტებას ან ალტერნატიულ შენობას ითხოვს