ხელის ჩამორთმევამ შესაძლებელია ინფარქტის რისკები გაჩვენოთ

guliექიმებს ინფარქტის რისკის გათვლა ხელის ჩამორთმევით შეუძლიათ. ამ დასკვნამდე საერთაშორისო ექიმების ჯგუფი მივიდა, რომელთაც კვლევის მონაცემები ჟურნალ Lancet-ში  გამოაქვეყნეს.
კლინიკური დაკვირვება 14 ქვეყანაში და 140 ათას ადამიანზე ჩატარდა. შედეგები  მოწმობს იმაზე, რომ ექიმებმა შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესაფასებლად ადვილ და იაფფასიანნ მეთოდს მიაკვლიონ,  რომელიც შესაძლებელია სისხლის წნევაზე მეტად სანდო გამოდგეს.
ექსპერტები ამბობენ, რომ ხელის ჩამორთმევის ძალა და გულსისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა  საბოლოოდ არ არის შესწავლილი და ღრმა კვლევებს საჭიროებს.
ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ასაკის მატებასთან ერთად ხელის ჩამორთმევის ძალა თანდათან მცირდება.
„ჩვენ კიდევ დაგვრჩა გამოსაკვლევი შეუძლიათ თუ არა კუნთების გაძლიერების ვარჯიშებს ნაადრევი სიკვდილის  ან გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია“ – ამბობს კანადის უნივერსიტეტის პროფესორი, აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მონაწილე დარილ ლაონგი.
გამოქვეყნებული შედეგების თანახმად კი ცნობილი ხდება, რომ 25 წლამდე მდედრობითი სქესის ხელის ჩამორთმევის ძალა დაახლოებით 34 კილოს უდრის, 70 წლის ასაკში კი ეს 25%-ით მცირდება.
მამაკაცებს იგივე ასაკში 54 და 37 კილო ძალა აქვთ ხელში.
გამოკვლევებით ჯერჯერობით დადგენილია, რომ ხელში ძალის შემცირება სიკვდილის რისკს 16%-ით ამაღლებს.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში დამწვარ სასტუმროსთან სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ
შემდეგი სტატიაPayPal-მა ნემცოვის მოხსენებისთვის თანხის შეგროვება დაბლოკა